რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აუქმებს რეკომენდაციას რუსებისთვის საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების შესახებ. განცხადება ამის შესახებ სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ გააკეთა.
გადაწყვეტილება მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებას, რომლის მიხედვითაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება, ასევე, უქმდება რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების აკრძალვა.
"რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფრენების აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ ემთხვევა ჩვენს პრინციპულ მიდგომას, რათა თანმიმდევრულად გავამარტივოთ კომუნიკაცია და კონტაქტები რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად", - ნათქვამია განცხადებაში.
იხილეთ: