მომართვის შემთხვევაში, ყველა არასანქცირებული კომპანია შეძლებს საქართველოში პირდაპირი რეისის შესრულებას - ქვრივიშვილი რუსულ ავიაკომპანიებზე

გამოქვეყნდა:

რუსეთიდან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით შესაბამისი მიმართვა არ მიუღიათ და ნებართვაც არ გაუციათ, ხოლო მას შემდეგ, რაც, მომართვა იქნება, ნებართვასაც გასცემენ: 

"ამ ეტაპისთვის არავითარი ნებართვა არ არის საქართველოს მხრიდან გაცემული, რადგან, ამ ეტაპისთვის არ გვაქვს მომართვა არცერთი ავიაკომპანიის მხრიდან და მათ შორის, არც სახელმწიფოს მხრიდან.

მომართვის შემთხვევაში, ყველა კომპანია, რომელიც იქნება არასანქცირებული და ის ბორტები, რომლებიც არ იქნებიან სანქცირებული, ისინი შეძლებენ საქართველოში პირდაპირი რეისების შესრულებას, ისევე როგორც ოპერირებენ ისრაელში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და გაერთიანებულ საემიროებში" განაცხადა მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილმა. 

ქვრივიშვილის თქმით, მათთვის მთავარი პრიორიტეტი "ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე ზრუნვაა" და უვიზო რეჟიმის შემოღებით, რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, "გაუმარტივდებათ სამშობლოსთან, ოჯახებთან კავშირი და მიმოსვლა“ 

შეგახსენებთ, პუტინმა დღეს საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენების აღდგენა დაუშვა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი