რუსული "კინჟალის" ნამსხვრევები - გერმანელი ჟურნალისტი "პუტინის ჯადოსნური იარაღის" ვიდეოს აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

Bild-ის სამხედრო კორესპონდენტმა, პაულ რონცხაიმერმა 4 მაისის ღამეს, Patrioti-ის სისტემით ჩამოგდებული რუსული "კინჟალის" ნამსხვრევების ვიდეო გამოაქვეყნა.

"დღეს კიევში, შესაძლებლობა მოგვეცა, "კინჟალის" ნამსხვრევები გვენახა. ეს შემთხვევა სენსაცია გახდა, ვინაიდან, აღნიშნული ზებგერითი რაკეტა პუტინის ჯადოსნურ იარაღად ითვლებოდა. ახლა მის ნაწილებს ექსპერტიზა უტარდება - თქვა ჟურნალისტმა. 

ცნობისთვის, 6 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა მიკოლა ოლეშჩუკმა დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს რუსული რაკეტა Kinzhal პატრიოტის კომპლექსის გამოყენებით.

უკვე დღეს, პენტაგონმაც დაადასტურა, რომ უკრაინელებმა რუსული რაკეტა Patriot-ით ჩამოაგდეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი