
პენტაგონის სპიკერმა, ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა დაადასტურა უკრაინული მხარის განცხადება, რომ რუსული ზებგერითი რაკეტა "კინჟალი", ამერიკული თავდაცვის სისტემა Patriot-ით ჩამოაგდეს.
"მე შემიძლია დავადასტურო, რომ მათ (უკრაინელებმა) ჩამოაგდეს რუსული რაკეტა პატრიოტის სარაკეტო თავდაცვის სისტემის გამოყენებით. მოგეხსენებათ, ეს სისტემა არის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების უფრო ფართო სპექტრის ნაწილი, რომელითაც შეერთებულ შტატებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უზრუნველყო უკრაინა", - თქვა სპიკერმა.
მან დასძინა, რომ აშშ და პარტნიორები გააგრძელებენ სწრაფად უზრუნველყონ სახმელეთო საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები და საბრძოლო მასალები, რათა დაეხმარონ უკრაინას გააკონტროლოს თავისი სუვერენული ცა და დაეხმაროს უკრაინას დაიცვას თავისი მოქალაქეები რუსეთისგან.
ცნობისთვის, 6 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა მიკოლა ოლეშჩუკმა დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს რუსული რაკეტა Kinzhal პატრიოტის კომპლექსის გამოყენებით.