
მოსკოვი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ერთგულებას უფასებს - ოლიგარქის რეჟიმმა მიიღო კიდევ ერთი პოლიტიკური საჩუქარი, რომელიც მორიგი ნაბიჯით დააშორებს საქართველოს დასავლეთისგან და დააახლოებს რუსეთთან. პირადად ვლადიმერ პუტინის ხელმოწერით დღეს გამოქვეყნდა ბრძანებულება, რომელიც აუქმებს რუსეთის სავიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის და აღადგენს პირდაპირ ავიაფრენებს ორ ქვეყანას შორის. რუსულმა ავიაკომპანიებმა უკვე განაცხადეს რეისების შესახებ კვირაში შვიდი დღის განმავლობაში - პოლიტიკურად ანგაჟირებული კრემლის ელიტა და მათ შორის ქართველები კი საჯაროდ ზეიმობენ და საქართველოში ხშირ მოგზაურობას აანონსებენ.
"ქართული ოცნების" პირველივე კომენტარებიდან გაირკვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ელოდა მოსკოვის ამ ნაბიჯს. საგარეო მინისტრმა მოკლედ მოჭრა, რომ კრემლმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და საქართველო მიესალმება ვიზების გაუქმებას და ფრენის აღდგენას. აქვე ეკონომიკის სამინისტროში განმარტეს, რომ არ დაარღვევენ სანქციებს და სანქცირებული ლაინერები დაკომპანიები თბილისში ვერ იფრენენ. მაგრამ დღის ბოლოს ქართულ-რუსული პოლიტიკური ფლირტი კიდევ ერთხელ გამოააშკარავა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი