რუსული ფული სულ უფრო მძლავრი ინსტრუმენტია ქართულ ეკონომიკაში. ეროვნული ბანკი ადასტურებს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეების მიერ ქართულ ბანკებში განთავსებულმა დეპოზიტებმა ორ მილიარდს გადააჭარბა.
პარალელურად, იზრდება უძრავი ქონების მოცულობაც, რომელიც რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში გადადის. ანალიტიკოსები, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით პოლიტიკურ რისკებზე საუბრობენ. არავინ გამორიცხავს, რომ მომავალში კრემლმა ეს ფაქტორი საქართველოზე ზემოქმედებისთვის გამოიყენოს. რას აკეთებს ამ ვითარებაში "ქართული ოცნების" ხელისუფლება, უცნობია - ოპოზიციამ კი მოამზადა კანონპროექტი კონტროლის გაძლიერების მიზნით.