
"ოცნების" დეპუტატ ირმა ზავრადაშვილს სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არ მოსწონს და იმედი აქვს, რომ ის "გონს მოეგება". ზავრადაშვილმა პრეზიდენტის ის კომენტარი შეაფასა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას მორიგი რუსული პროვოკაცია უწოდა:
"სალომე ზურაბიშვილი სამწუხაროდ ნაციონალური მოძრაობის და რადიკალური ოპოზიციის ნარატივზე ზის. მე კიდევ მაქვს იმედი, რომ გონს მოეგება და მსგავსი განცხადებებისგან როგორც მინიმუმ თავს მაინც შეიკავებს. არ შეიძლება ასეთი ლაპარაკი" ამბობს ზავრადაშვილი.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას დარუსეთის მოქალაქეებისთვის, 3 თვიანი ვიზების დაწესების განხილვას ითხოვს.