ევროპის სოციალისტურ პარტიაში წევრობა ევროინტეგრაციის გაზაზე კონტრპროდუქტიული იყო - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ევროპის სოციალისტურ პარტიაში მათი წევრობა საქართველოს ევროინტეგრაციის გაზაზე კონტრპროდუქტიული იყო. კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ 2015 წლიდან აკვირდებიან პარტიის "იდეოლოგიურ ტრანსფორმაციას" და რომ  გასული წლების განმავლობაში აღნიშნული პარტია სულ უფრო შორდებოდა კლასიკურ სოციალ-დემოკრატიულ იდოლოგიას და გადადიოდა "ფსევდო ლიბერალურ პლატოფრმაზე".

"ჩვენი პარტია ევროპის სოციალისტური პარტიის დამკვირვებელი წევრია 2015 წლიდან, სამწუხაროდ, 2015 წლიდან დღემდე, ევროპის სოციალისტურ პარტიას არ გაუკეთებია არცერთი ხმამაღალი განცხადება ქართული ოცნების მხარდასაჭერად. მეტიც, ევროპის სოციალისტური პარტიის ცალკეული წარმომადგენლები რეგულარულად უერთდებოდნენ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერ პოლიტიკურ კამპანიებს. შარშან და წელს, რამდენიმე ათეულმა ევროპარლამენტარმა ევროპის სოციალისტური პარტიიდან მხარი დაუჭირა აბსურდულ რეზოლუციებს, რომლებითაც ევროპარლამენტი ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილის სანქციების დაწესებას, ორი დამნაშავის, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებას და კიდევ ერთი დამნაშავის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა. სამწუხაროდ, ევროპის სოციალისტურ პარტიას მისი წევრი ევროპარლამენტარების მიერ აბსურდული რეზოლუციების მხარდაჭერა არც ერთხელ არ დაუგმია.  ასეთ პირობებში ევროპის სოციალისტურ პარტიაში ქართული ოცნების წევრობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არა თუ დადებით როლს არ ასრულებდა, პირიქით, სრულიად კონტრპროდუქტიული იყო", - თქვა კობახიძემ.

დღევანდელი პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" PES-ის დამკვირვებელი წევრის სტატუსს ტოვებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი