ოკუპანტებმა მეჯვრისხევთან 45 წლის გიორგი ტერაშვილი საქონლის მწყემსვისას გაიტაცეს

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 45 წლის გიორგი ტერაშვილი გაიტაცეს. ის ოკუპანტებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც პირუტყვს თანასოფლელებთან ერთად მწყემსავდა. 

როგორც თვითმხილველი ჰყვება, ტერაშვილი ოკუპანტებმა ძალის გამოყენებით წაიყვანეს.

"დღის პირველი ნახევარი იყო, ძროხები გადავიდნენ იქეთ. 3 იყვნენ ესენი, როდესაც ძროხები საოკუპაციო ხაზს გადასცენ  ესენი გადაჰყვნენ და ერთ-ერთი [გადავიდა] 4 ოკუპანტი მოვიდა და წაიყვანა. ახლოს ვიყავი" - ამბობს თვითმხილველი 

არსებული ინფორმაციით,  უკანონოდ დაკავებული ტერაშვილი რუსმა ოკუპანტებმა სავარაუდოდ დროებით ოკუპირებული ცხინვალის, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. 

სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სოფელ მეჯვრისხევს ოკუპირებული სოფელი, ღრომი ესაზღვრება, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზა მდებარეობს.  მათივე თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ოკუპანტები ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან.

გატაცების მორიგი ფაქტი დღეს დაფიქსირდა
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი