
თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები განახლდება, საქართველოს აეროპორტები, "შესაძლოა დასანქცირდეს", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა. მის ამ განცხადებას ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.
პატელის თქმითვე, "ახლა არ არის დრო, რომ რომელიმე ქვეყანამ რუსეთთან ურთიერთობა გააუმჯობესოს".