მოსამართლეები გორში, რესტორან "ნაჭარმაგევში" ქეიფობენ, სადაც სამსახურებრივი მანქანებით ჩავიდნენ. ამერიკის მიერ სანქცირებული ლევან მურუსიძე ამაში პრობლემას ვერ ხედავს და იმასაც ამბობს, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ავტომობილის გამოყენების გამო არ იხდის სასჯელს:
"მე მაგ საქმეს ვუყურებდი "მთავარი არხის" ეთერში, ზოგადად ეს საქმე იხილება უზენაეს სასამართლოში, მაგრამ მე მინდა ერთი სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, მე რაც ვუყურე, რაც გადიოდა ტელეეთერში, საერთოდ არ ედება ბრალი იმაში, რომ სამსახურის მანქანას იყენებდა ოჯახის წევრებისთვის. ეგ არის მთელი პრობლემა, რომ საზოგადოებას ეუბნებით იმას, რაც არ არის სიმართლე, მე რასაც ვუყურე, მე არ ვიცი რას გადაწყვეტს უზენაესი სასამართლო მაგრამ, მოცემულ საქმეზე ორი რამის გამო მოხდა პროკურატურის მიერ პასუხისგებაში მიცემა და შემდეგ მსჯავრდადება სასამართლოს" - ამბობს მურუსიძე
ჟურნალისტების კითხვაზე- არის თუ არა ნამყოფნი საოკუპაციო ხაზთან? - მურუსიძე ამბობს, რომ არ არის, თუმცა არავისზე ნაკლები პატრიოტია.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლეები გორის ერთ-ერთ რესტორანში მოსამართლის დღეს აღნიშნავენ, სადაც ასევე იმყოფება"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე.