
პაკისტანის ყოფილი პრემიერი იმრან ხანი, სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.
პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ იმრან ხანის დაკავება უკანონოდ 11 მაისს ცნო, თუმცა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ის იზოლატორში მაინც დატოვეს.
იმრან ხანი კორუფციის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს. პაკისტანის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი გასამხედროებულმა ძალებმა ქვეყნის დედაქალაქ ისლამაბადში, სასამართლოში შესვლის შემდეგ დააკავეს.
მისმა დაპატიმრებამ ქვეყანაში ძალადობრივი პროტესტი გამოიწვია.