იტალიასთან ერთად მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჩვენი ცის დაცვასთან დაკავშირებით - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენკის თქმით, იტალიის პრემიერმინისტრთან ჯორჯო მელონისთან შეხვედრისას ორი ქვეყნის ლიდერმა უკრაინის საჰაერო უსაფრთხოების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. 

"მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჩვენი ცის დაცვასთან დაკავშირებით", - თქვა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, შეხვედრაზე მათ ასევე ისაუბრეს იტალიის სამხედრო და უსაფრთხოების დახმარებაზე და EU-სა და NATO-ში უკრაინის გაწევრიანებაზე. ქვეყნის ლიდერებმა ასევე განიხილეს უკრაინის მშვიდობის ფორმულა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა იტალიის პრემიერმინისტრმაც. მისი თქმით, ის უკრაინის გამარჯვებაში დარწმუნებულია.

ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში 12 მაისს ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერსა და რომის პაპს შეხვდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ეს იტალიაში ზელენსკის პირველი ვიზიტი იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი