"ამ ომში იტალია იყო და რჩება ჭეშმარიტების მხარეს" - ზელენსკი იტალიელ კოლეგას შეხვდა

გამოქვეყნდა:

იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან შეხვედრა გამართა  და მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს იტალიის თანმიმდევრული პოზიციისთვის უკრაინის მხარდაჭერაში, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში.

„სამწუხაროდ, არ მაქვს დრო, რომ თითოეულს ხელი მოვკიდო, ჩავეხუტო, მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც იტალიამ გაუწია უკრაინას, ჩვენს ხალხს, დევნილებს, ფართომასშტაბიანი აგრესიის პირველივე დღიდან. მადლობა მათ უკრაინელების მიმართ ასეთი თბილი დამოკიდებულებისთვის.

ჩვენ უაღრესად მადლობელი ვართ იტალიის მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარებისთვის, რომელიც საშუალებას აძლევს უკრაინას წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის აგრესიას. ბრძოლის ველზე ჩვენი წარმატების გასაღები არის საჭირო დახმარების დროული მიღება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა აგრესორ ქვეყანაზე საერთაშორისო ზეწოლის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობას, განსაკუთრებით ახალი სანქციების წყალობით.

„ამ ომში იტალია იყო და რჩება ჭეშმარიტების მხარეს. გამარჯვების მიმართულებით მივდივართ. იმიტომ რომ გამარჯვება ჩვენი ქვეყნის მშვიდობაა. დარწმუნებული ვარ, იტალიის საზოგადოება სრულად იზიარებს ჩვენს დამოკიდებულებას, ჩვენს სამართლიან ბრძოლას რუსეთის არაპროვოცირებული ომის წინააღმდეგ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი რომში დღეს ჩავიდა. სერჯო მატარელასთან მოლაპარაკების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯ მელონსაც შეხვდა. დაგეგმილია შეხვედრა რომის პაპ ფრანცისკესთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი