"უარი რუსეთს პირდაპირი ფრენების აღდგენაზე" | პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

"უარი რუსეთს პირდაპირი ფრენების აღდგენაზე" - ამ წუთებში პარლამენტრთან აქცია მიმდინარეობს. პროტესტის ადრესატი "ოცნების" ხელისუფლებაა და მოქალაქეები რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებენ.

აქცია მაისის სამოქალაქო მოძრაობის ორგანიზებით იმართება. აქციას უერთდებიან სტუდენტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.

აქციის ორგანიზატორების თქმით, როცა ქვეყნის 20% ოკუპირებულია, როცა უკრაინელები პუტინის ბარბაროსობის წინააღმდეგ იბრძვიან და ქართველ მებრძოლებთან ერთად თავისუფლებისთვის იღუპებიან, საქართველოს ხელისუფლების ეს ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია რუსული კურსის პირდაპირი აღიარებაა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამის გადაწყვეტილებას პუტინმა ხელი უკვე მოაწერა. გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შევიდა.

ამასთან, პუტინმა გააუქმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა. რუსული პროპაგანდისტული მედია წერს, რომ თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა რეკომენდაცია რუსებს, რომ თავი შეიკავონ მეზობელ ქვეყანაში მოგზაურობისგან.

ცნობისთვის, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები 2019 წელს, ანტისაოკუპაციო აქციების შემდეგ აეკრძალათ. შესაბამისი დოკუმენტი სახელწოდებით "რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად" ამავე წლის 8 ივლისს გამოიცა. დოკუმენტის თანახმად, აკრძალვის მიზანი იყო ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვა.

იხილეთ ასევე:

[ფოტო: მარიამ ნიკურაძის ვიდეოდან]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი