ТАСС: რუსული ავიაკომპანია Red Wings თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ფრენითაა დაინტერესებული

გამოქვეყნდა:

რუსული პროპაგანდისტული გამოცემაТАСС-ის ცნობით, ავიაკომპანია Red Wings დაინტერესებულია საქართველოს ქალაქების თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ფრენების გახსნით.

როგორც კომპანიის პრესსამსახურმა ТАСС-ს განუცხადა, რომ უკვე მოითხოვეს აეროპორტის ნებართვა ფრენებისთვის. გარდა ამისა, მათივე თქმით, ისინი რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით იხელმძღვანელებენ.  

"ვადასტურებთ, რომ Red Wings არის დანიშნული  საქართველოს მიმართულებით. ავიაკომპანიამ მოითხოვა ნებართვა (მოსკოვი - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი). განრიგის ფორმირებისა. Red Wings იხელმძღვანელებს რუსეთის სამინისტროს გადაწყვეტილებით", - უთხრეს ТАСС-ს. 

ცნობისთვის, დღს 15 მაისს საქართველოს ავიაციის სააგენტომ საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა ავიაკომპანია Azimuth Airline-ს მისცა.

შეგახსენებთ, 10 მაისს ცნობილი გახდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახალი განკარგულება, რომლის მიხედვითაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება, ასევე, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი