ნიკა გვარამიას დაჭერა ევროპის წინააღმდეგ საბოტაჟი იყო, ერთი წელია პრეზიდენტი ამაზე პასუხისმგებლობას ინაწილებს - ხოშტარია

გამოქვეყნდა:

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებიდან ერთი წლის გასვლას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ევროპის წინააღმდეგ ღია საბოტაჟი იყო. 

მისი თქმით, ერთი წელია პრეზიდენტი ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას ინაწილებს:

"ნიკა გვარამიას დაჭერა ევროპის წინააღმდეგ ღია ნაბიჯებში ერთ-ერთი ყველაზე თავხედური იყო, ღია საბოტაჟი. ერთი წელია ევროპაზე მოლაპარაკე პრეზიდენტი ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას ინაწილებს, სამწუხაროდ. #FreeNikaGvaramia.

დღეს, 16 მაისს, ერთი წელი გავიდა „მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის,  ნიკა გვარამიას დაპატიმრებიდან.

გასულ წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამია სამი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაცვის მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა - მეორე ინსტანციამ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ადვოკატებმა საჩივარი უზენაეს სასამართლოში 5 თვის წინ შეიტანეს, თუმცა დღემდე მოსამართლეთა პალატაც კი არაა დაკომპლექტებული.

ნიკა გვარამიას პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიციაში, ისე დასავლელი პარტნიორები. ევროპარლამენტარებმა საქართველოს მთავრობას გვარამიას გათავისუფლებისკენ არაერთხელ მოუწოდეს. გარდა ამისა, მათი ადრესატი არაერთხელ ყოფილა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც. დასავლეთში ხაზგასმით ამბობენ, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობას უარყოფითი გავლენა ექნება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესზე. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი