
რუსეთის ტურების ოპერატორების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი არტურ მურადიანი არ გამორიცხავს, რომ ფრენების აღდგენის შემდეგ საქართველოში რუსეთიდან ავტობუსების ტურები განახლდეს, - მურადიანის ამ განცხადებას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.
მურადიანი ამბობს, რომ წელიწადში 1 მილიონი ტურისტი რეალური ციფრი იქნება იმ შემთხვევაში თუ, რუსეთსა და საქართველოს შორის საკმარისი რაოდენობის ავიარეისები შესრულდება, თუ არსებული შეზღუდვები მოიხსნება და თუ ტურიზმის სატრანზიტო მიმართულებები შესაბამისად განვითარდება.
"საპაკეტო წინადადებები, ქართულ კომპანიებთან საკონტრაქტო ურთიერთობების განახლება და ერთობლივი ფორმაციების შეთავაზება - ეს ყველაფერი უახლოეს პერიოდში, რუსეთსა და საქართველოს შორის, საქართველოსა და რუსეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საფუძველი გახდება, რაც დაასტაბილურებს ფასებს და გაზრდის ტურისტულ ნაკადებს ორ ქვეყანას შორის," - ამბობს იგი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ შესვლა შეეძლებათ. ამასთან ერთად, ოფიციალურმა მოსკოვმა აღადგინა პირდაპირი ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის, რომელიც 2019 წელს გაუქმდა.
15 მაისს, ქართულმა მხარემ პირველ რუსულ საავიაციო კომპანიას Azimuth Airline-ს მისცა უფლება რომ მოსკოვიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენა განეხორციელებინა.
Azimuth Airlines უკრაინაში სანქცირებული ავიაკომპანიაა.