რუსული Azimuth Airlines, რომელსაც საქართველოში ფრენის უფლება მისცეს, უკრაინაში დასანქცირებულია

გამოქვეყნდა:

რუსული საავიაციო კომპანია, Azimuth Airlines, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში ფრენის უფლება მიეცა, უკრაინაში სანქცირებულია.

როგორც სანქცირებული კომპანიებისთვის სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე ვკითხულობთ, უკრაინის მხრიდან Azimuth-ის დასანქცირების მიზეზი ის გახდა, რომ კომპანია ოპერირებს რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებში. 

მათივე ცნობით, კომპანია რუსეთის მთავრობისთვის უზრუნველყოფს მაღალ მატერიალურ მხარდაჭერას იმ ქმედებებისთვის, რომელიც ძირს უთხრის და საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ ინტეგრაციასა და დამოუკიდებლობას.

კომპანია სხვა ქვეყნების მხრიდან სანქცირებულთა სიაში შეყვანილი არაა. 

შეგახსენებთ, რომ Azimuth Airlines პირველი რუსული საჰაერო კომპანია გახდა, რომელსაც ქართულმა მხარემ ფრენების აღდგენის უფლება მისცა. რესიები 17 მაისს განახლდება და იგი კვირაში 7 დღის სიხშირით შესრულდება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი