
პოლიციამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებული 1991 წელს დაბადებული ი.შ-ა, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალში, ნაცნობი, ამავე ბანკის თანამშრომელი - 1988 წელს დაბადებული ჯ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
პოლიციამ ი.შ. შემთხვევის ადგილზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს." აცხადებს შსს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, დაჭრა TBC ბანკში დღეს მოხდა.