"არასოდეს თქვა არასოდეს" - ბლინკენი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას არ გამორიცხავს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა არ გამორიცხა, რომ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადონ. ამის შესახებ მან აშშ-ს სენატის საბიუჯეტო კომიტეტში ჩინეთისადმი მიძღვნილ მოსმენაზე განაცხადა.

ბლინკენის განცხადება რესპუბლიკელ სენატორთან, ლინდსი გრემთან დისკუსიის დროს გაკეთდა, რომელიც დაჟინებით მოითხოვს რუსეთი ტერორიზმის სპონსორად გამოცხადდეს. მან ბლინკენს უთხრა რომ 100-მა ამერიკელმა სენატორმა მიმართა ადმინისტრაციას ამის თაობაზე, თუმცა თვეების შემდეგ შედეგი არ აქვთ.

"თვეები გავიდა და არაფერი მომხდარა. ბატონო სახელმწიფო მდივანო, ძალიან მომწონხართ, მაგრამ რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ არასოდეს გამოაცხადებთ? - ჰკითხა გრემმა ბლინკენს. 

ამაზე სახელმწიფო მდივანმა მოკლედ უპასუხა: "არასოდეს თქვა არასოდეს".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი