"საქართველოსთვის" პარლამენტის აპარატს მიმართავს გასაჯაროვდეს მათი დეპუტატების მიერ ფარული კენჭისყრისას დაფიქსირებული ხმები

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" ოფიციალურად მიმართავს საქართველოს პარლამენტის აპარატს, გასაჯაროვდეს მათი დეპუტატების მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ფარული კენჭისყრისას დაფიქსირებული ხმები.

პარტია ანალოგიურისკენ მოუწოდებს სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც.

"საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” ოფიციალურად მიმართავს საქართველოს პარლამენტის აპარატს, გასაჯაროვდეს ჩვენი დეპუტატების მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ფარული კენჭისყრისას დაფიქსირებული ხმები.

ანალოგიურად მოვუწოდებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, მიმართონ საქართველოს პარლამენტს აპარატს და გაასაჯაროვონ კენჭისყრისას მათი დაფიქსირებული პოზიცია.

საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს სიმართლე!" - წერია განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოში სამი არამოსამართლე წევრი აირჩია. აღნიშნულს დარბაზში ხმაური მოჰყვა, ოპოზიციის ნაწილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. 

ოპოზიციონერები ამბობენ, რომ შეთანხმებულები იყვნენ "ოცნების" ფავორიტი კანდიდატებისთვის მახარი არ დაეჭირათ. მიუხედავად ამისა, კენჭისყრის შედეგები აჩვენებს, რომ არჩეულ კანდიდატებს ხმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც მისცეს. 

"გირჩი" აცხადებს, რომ კენჭისყრაში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ.

"საქართველოსთვის" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მას და  ქეთი თურაზაშვილს მხარი არცერთი კანდიდატისთვის არ დაუჭერიათ:

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი