"საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას მიხეილ სააკაშვილის უფლებები" | სახდეპის სპიკერი

გამოქვეყნდა:

"საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას მიხეილ სააკაშვილის უფლებები", - ამის შესახებ აშშ-ის სახდეპის სპიკერი ვედანტ პატელი საუბრობს

მისი განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტში, ამ საკითხზე, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ყურადღებით აკვირდებიან. 

"ყურადღებით ვაკვირდებით [მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით] სახალხო დამცველის განცხადებებს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას მიხეილ სააკაშვილის უფლებები და იყოს დარწმუნებული, რომ ის შესაბამის სამედიცინო დახმარებას იღებს", - თქვა მან. 

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ აგზავნის სახდეპი "არასწორ სიგნალებს", პატელი პასუხობს: "არ ვფიქრობ, რომ ჩვენ არასწორ სიგნალებს ვგზავნით. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ მისი უფლებები უნდა იყოს დაცული და მანდ უნდა მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი