წარსულში კონფლიქტის გამო შურისძიება - ბათუმში, ბანკის ოფიცრის დაჭრაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

დღეს, 18 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 32 წლის ი.შ-ს, რომელმაც 2 დღის წინ ბათუმში, "თიბისი" ბანკის კრედიტ ოფიცერი დაჭრა, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მას გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შემთხვევა 16 მაისს მოხდა. ი.შ-მ ბანკის თანამშრომელს, 35 წლის კაცს, ჯ.ა.-ს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. თავდასხმის მიზეზად წარსულში კონფლიქტის გამო შურისძიება დასახელდა. 

დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიებად ასი ათასი ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებას ითხოვდა. 

საქმეზე შემდეგი პროცესი 11 ივლის ჩაინიშნა. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი