პოლონეთში მსჯავრდებულ სააკაშვილის გადაყვანაზე, სტრასბურგის გადაწყვეტილება საბოლოოა - ბრეგაძე

გამოქვეყნდა:

"პოლონეთში სააკაშვილის გადაყვანაზე გადაწყვეტილება არის საბოლოო... ჩვენ ვხელმძღვანელობთ ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტებით" - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ თქვა.

მისივე თქმით, როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი დასკვნა, რომ უკვე მიხეილ სააკაშვილი სრულიად გამოჯანმრთელებულია, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მის ციხეში დაბრუნებაზე

"შეხვედრა შეეხებოდა, აქ არაფერია დასამალი, მსჯავრდებულ სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციას. ბუნებრივია ვისაუბრეთ მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც და მიმოვიხილეთ სხვადასხვა საკითხებიც, რომელზეც გასაგები მიზეზების გამო მოვერიდები საჯაროდ საუბარს.

ჩვენ ვხელმძღვანელობთ ადამიანის უფლებების მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი სტანდარტებით, თუკი ადამიანს ესაჭიროება სამედიცინო დახმარება, ის ამ დახმარებას იღებს კერძო კლინიკაში, "ვივა მედში" და როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი დასკვნა, რომ შესაძლებელია უკვე ამ ადამიანის გადაყვანა და ის არის სრულიად განკურნებული, ბუნებრივია მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

კონკრეტულ მოთხოვნაზე, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი სამკურნალოდ ყოფილიყო გადაყვანილი ვარშავაში, ამაზე იყო პასუხი, ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე. დანარჩენ სარჩელს რაც შეეხება, როდესაც დაცვის მხარე წარადგენს სარჩელს, როდესაც სასამართლო გამოგვიგზავნის ჩვენ, მერე ვისაუბრებთ უკვე ამ საკითხზე და რაც შეეხება გადაწყვეტილებას, პოლონეთში მსჯავრდებულ სააკაშვილის გადაყვანაზე, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არის საბოლოო" - თქვა ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, ევროსასამართლოს 12 მაისის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე.

ამასთან დაკავშირებით, მესამე პრეზიდენტის ოჯახი და ადვოკატები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება 
პროცედურულია და საჩივრის არსებითი განხილვა გრძელდება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი