სოჭი - თბილისისა და მოსკოვი - ქუთაისის მიმართულებით ფრენებს Red Wings-იც დაიწყებს - GCAA

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი თბილისისა და ქუთაისის მიმართულებებით იწყებს ოპერირებას.  ასევე, უწყების ცნობით, კომპანია თბილისი-სოჭის მიმართულებითაც იფრენს.

"მიმდინარე წლის ივნისიდან, ავიაკომპანია Red Wings-ი სოჭი - თბილისი - სოჭის და მოსკოვი - ქუთაისი - მოსკოვის საჰაერო ხაზებზე იწყებს ოპერირებას. ავიაკომპანია არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.

Red Wings-ის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები სოჭი - თბილისი - სოჭის მიმართულებით მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს განხორციელდება. მოსკოვი - ქუთაისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე ჩარტერული ავიარეისები ასევე შესრულდება მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას მიმდინარე წლის 18 მაისს მიანიჭა", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოში პირდაპირი რეისების შესრულების უფლება გაიცა რუსულ "აზიმუტზეც", რომლის პირველი რეისიც თბილისში დღეს დაჯდება. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი