
პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ რუსეთთან პირდაპირ ფრენები და უვიზო მიმოსვლა ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელს არ შეუშლის. მისივე მტკიცებით, ამისთვის "ქართული ოცნება" ყველა ნაბიჯს სწორად დგამს.
"[საფრთხე] არაფერს არ შეექმნება, მე გეტყვით, რომ ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ, ყველა ნაბიჯს ვდგამთ სწორად, ვუხსნით ჩვენ ევროპელ მეგობრებს, მე პირადად მქონდა საუბარი და მე მათ ავუხსენი ჩვენი არგუმენტაცია, ჩვენი მოტივაცია. ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა მეგობრებო, ჩვენ რომ დავემორჩილოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ევროკავშირის პოლიტიკას ჩვენ უნდა ვიყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, დღეს არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ჯერჯერობით, ამას დასჭირდება წლები", - თქვა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, იმისთვის რომ ევროკავშირის წევრები გავხდეთ, თუ ვინმემ რამე გააკეთა ბოლო 10 წელიწადში და ბოლო 30 წელიწადში, "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა. იხილეთ: