პარტია "დროას" ინფორმაციით, დაკავებული ელენე ხოშტარია სამართალდამცავებს კახეთის მთავარი სამმართველოდან თბილისში გადმოჰყავთ.
"რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ ელენე ხოშტრია თბილისში გადმოჰყავთ, ზუსტად სად ჯერ არ ვიცით. მასთან ამ დრომდე არ შეუშვეს ადვოკატი.
შეგახსენებთ პარტია "დროას" დამფუძნებელი თელავის პოლიციასთან დააკავეს. იგი დაკავებულ აქტივისტებთან ადვოკატების შეშვებას ითხოვდა" - წერია პარტიის განცხადებაში
გარდა ამისა, სიღნაღში გადაჰყავთ დაკავებული შუშანა მაცაბერიძე და 10-ზე მეტი სამოქალაქო აქტივისტი.
შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია სამართალდამცავებმა თელავში იმ დროს დააკავეს, როდესაც დაკავებული აქტივისტებისთვის ადვოკატის უფლებას ითხოვდა.