"არ ვაპირებ ამ მონურ სასამართლოზე მისვლას" | ელენე ხოშტარიას გზავნილი იზოლატორიდან

გამოქვეყნდა:

"არ ვაპირებ ამ მონურ სასამართლოზე მისვლას, ეს არ არის სასამართლო", - ამის შესახებ "დროას" ლიდერის მიერ დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გავრცელებულ გზავნილშია საუბარი. 

"დღეს დილით მოვიდა ციხის ადმინისტრაცია და მითხრა, რომ უნდა გავყვე პოლიციას ცხადია, უარი განვაცხადე. ადვოკატს ისევ არაფერი შეატყობინეს ბოლოს გავიტანე ჩემი. არსად გავყვები. არ ვაპირებ ამ მონურ სასამართლოზე მისვლას. ეს არ არის სასამართლო. ეს არის რუსული რეჟიმის მსახურთა დაჯგუფება. ამიტომ არც მე და არც ჩემი ადვოკატი არ ითანამშრომლებს ამ სისტემასთან. იზოლატორში ყოფნის არანაირი პრობლემა არ მაქვს. არა რუსულ რეჟიმს!" - წერს ხოშტარია. 

შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია გუშინ, 20 მაისს თელავის პოლიციასთან მაშინ დააკავეს, როცა ყვარელში დაკავებული აქტივისტებისთვის ადვოკატის უფლებას ითხოვდა. ყვარელში მოქალაქეები ქვეყანაში ლავროვის სანქცირებული შვილის შემოსვლას აპროტესტებდნენ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი