ერთ-ერთი სფერო, რომლითაც თავის დროზე "ქართული ოცნება" ამაყობდა, ჯანდაცვა იყო. თუმცა ხელისუფლებაში მოსვლიდან 11 წლის შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვა სულაც აღარ არის საყოველთაო, ფასები კი ბიუჯეტის იოლი ფულის დამსახურებით ისე გაიბერა, რომ პაციენტს სულ უფრო მეტი თანხის გადახდა უწევს მედიკამენტსა და სამედიცინო მოსმსახურებაში, რომლის ხარისხიც უკან უკან მოდის.
მეტიც, სულ 20 იოდე განსაკუთრებული საჭიროების ბავშვისთვის რომ სახელმწიფოს ყურადრება მიექცია, მათ მშობლებს ქუჩაში ღამეების თენება დასჭირდათ.
ცალკე და საკმაოდ მძიმე ისტორია ჩვენი ექიმების, ექთნებისა და მედ პერსონალის სასაცილო ანაზღაურება და რთული ყოველდღიურობა. ვისაც ხშირად რამდენიმე სამსახურში უწევს ღამეების თენება, რომ ოჯახი შეინახოს.
დღეს ჩვენს ტრადიციულ რუბრიკაში "ცხოვრება ევროპულად" ჯანდაცვის ევროპულ სტანდარტს გაჩვენებთ. უფრო სწორად იმას, რეალურად რას ნიშნავს პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ექიმის დაფასება. ამ შედარებისთვის ლატვიისა და ესტონეთის მაგალითები ავიღეთ.