საქართველოს ხელისუფლება არათუ არ შეუერთდა სანქციებს, პირიქით, გახსნა ავიამიმოსვლა რუსეთთან და როგორც ახლა ირკვევა, არც ინდივიდუალურ სანქიცებს არ სცნობს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ემიჯნება იმ პოლიტიკას, რასაც ახლა დასავლური სამყარო ატარებს რუსეთის, როგორც საერთაშორისო ნორმების დამრღვევი სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ალოგიკურობის გარდა, სახეზეა ოკუპანტი ქვეყნის დახმარების აშკარა სურვლი. ევროპასა თუ ამერიკაში, ანალიტიკურ წრეებში ახლა პირდაპირ ამბობენ, რომ ასეთი ნაბიჯების გამო "ქართული ოცნების" ხელისუფლება ვერ ასცდება მეორად სანქციებს.
ცოტა ხნის წინ Post Factum ვაშინგტონში, მშვიდობის ინსტიტუტში იმყოფებოდა, სადაც ჩვენ უკრაინაში ამერიკის ყოფილმა ელჩმა გვიმასპინძლა, ადამიანმა რომელმაც ყველაზე მეტი იცის რეგიონის უსაფრთხოებაზე და ვისაც ყველაზე ხშრიად მიმართავენ თეთრი სახლიდან რჩევებისთვის.