როდის დაინიშნება პროცესი უცნობია, დილიდან ვცდილობ ცხელ ხაზზე დავრეკო - ხოშტარიას ადვოკატი

გამოქვეყნდა:

ამ დრომდე უცნობია, როდის დაინიშნება "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას სასამართლო პროცესი. როგორც ადვოკატი ამბობს, ის დილიდან უშედეგოდ ცდილობს თელავის რაიონის სასამართლოსთან დაკავშირებას.

"ჩვენ ამ დრომდე არ გადმოგვცემია საქმის მასალები, არ გვაქვს არც დაკავების ოქმი, არც სამართალდარღვევის ოქმი. გუშინ გათავისუფლებისას, როგორც განუმარტეს, ეს იყო პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, თელავის საქალაქო სასამართლოში მასალები შეტანილია, თუმცა როდის დაინიშნება პროცესი უცნობია, წესით დღეს უნდა იყოს. მე დილიდან ვცდილობ ცხელ ხაზზე დავრეკო და გავიგო ინფორმაცია, მაგრამ ამ დრომდე არ მაქვს ინფორმაცია", - თქვა თეონა კილაძემ.

ელენე ხოშტარია 20 მაისს თელავში პოლიციასთან მაშინ დააკავეს, როცა ის ყვარელში დაკავებული აქტივისტებისთვის ადვოკატის უფლებას ითხოვდა. გამოძიება მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ედავება.

შეგახსენებთ, 20 მაისს ყვარელში აქტივისტები საქართველოში ლავროვის სანქცირებული შვილის, ეკატერინე ლავროვას შემოსვლას აპროტესტებდნენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი