
"ორი პრინციპი ვთქვით, ერთი, რომ საქართველო უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს გვერდის ავლა საერთაშორისო სანქციების და მეორე, იგივე, თანაბარი წონის პრინციპია, რომ საქართველო არ აწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთთან მიმართებით. ეს არის ორი თანაბარი პრინციპი, რომელზეც ჩვენ შარშან, 25 თებერვალსვე განვაცხადეთ. ამ პრინციპს მივყვებით ჩვენ პრინციპულად და კეთილსინდისიერად, ვიცავთ ორივე პრინციპს. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ამ პრინციპების დაცვის შედეგად, ქართველმა ხალხმა, როგორც გამოკითხვებში ისე არჩევნებში კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა ამ პოლიტიკას და შესაბამისად ამ პრინციპის გატარებაში გვაქვს ქართველი ხალხის მანდატი. ამიტომ ნურავინ ნუ დაიჩემებს, ნუ დაიწყებს ქართველი ხალხის სახელით საუბარს, განსაკუთრებით ეს შეეხება უცხოელ პოლიტიკოსებსა და წარმომადგენლებს, რომლებიც ბოლო პერიოდში ძალიან შეეჩვივნენ ქართველი ხალხის სახელით საუბარს. ქართველ ხალხს არ სჭირდება მეურვეები. საკუთარ სათქმელს, როგორმე თვითონ იტყვის არჩევნებზე იქნება თუ ისე".
თქვა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.