ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად კატარში გაემგზავრა

გამოქვეყნდა:

მთავრობის ცნობით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად კატარში გაემგზავრა, სადაც მაღალი დონის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

უწყება აცხადებს, რომ ფორუმი კატარის ემირის პატრონაჟით და Bloomberg-ის ორგანიზებით იმართება.

"ირაკლი ღარიბაშვილი ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შესაბამის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები", - აცხადებენ მთავრობაში.

დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი