უკრაინა ვერ მოიგებს ომს რუსეთის წინააღმდეგ - ორბანი

გამოქვეყნდა:

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინას არ შეუძლია მოიგოს რუსეთის წინააღმდეგ ომი. მან Bloomberg-თან თქვა, რომ ესმის "რამდენად იტანჯებიან უკრაინელები".

"დააკვირდით ციფრებს, გარემოს, იმ ფაქტს, რომ ნატო არ არის მზად ჯარების გაგზავნისთვის, აშკარაა, რომ ბრძოლის ველზე ღარიბი უკრაინელებისთვის გამარჯვება არ არის. [...] 

მე ვლაპარაკობ როგორც პოლიტიკოსი, რომელმაც უნდა გადაარჩინოს სიცოცხლე... ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პოლიტიკური თანამეგობრობისთვის არის სიცოცხლის გადარჩენა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დარწმუნებული ხარ, როგორც მე, რომ ამ ომში მოგების შანსი არ არსებობს", - თქვა ორბანმა.

უნგრეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ყველა უნდა დარწმუნდეს, რომ საჭიროა ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა, რის შემდეგაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი