ბელგოროდის ოლქში „კონტრტერორისტული ოპერაციის“ რეჟიმი გაუქმდა

გამოქვეყნდა:

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით,რაიონში „კონტრტერორისტული ოპერაციის“ რეჟიმი გაუქმდა.

შეგახსენებთ, ბელგოროდის ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გუშინ, 22 მაისს გამოცხადდა.

ცოტა ხნის წინ, რუსეთის თავდაცვამ გაავრცელა განცხადება, რომ ბელგოროდის ტერიტორიაზე, 70-ზე მეტი "უკრაინელი ტერორისტი" გაანადგურეს. 

ბელგოროდის რეგიონში პროუკრაინული ჯგუფების გამოჩენის შესახებ ინფორმაცია 22 მაის გავრცელდა. როგორც ეს ჯგუფები, "რუსეთის თავისუფლების ლეგიონი" და "რუსეთის მოხალისეთა კორპუსი" აცხადებენ, მათი მიზანია რომ უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე დემილიტარიზებული ზონა შექმნან, რათა რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა ვეღარ მოახერხონ. 

უკრაინული მხარე ამბობს, რომ შეიარაღებული ჯგუფის ყველა წევრი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის განცხადებით, უკრაინას ბელგოროდში განვითარებულ მოვლენებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი