"გვაქვს დანაკარგები... უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელით დაიღუპა მშვიდობიანი მოქალაქე" | ბელგოროდის გუბერნატორი

გამოქვეყნდა:

"ჩვენ გვაქვს დანაკარგები. უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელით დაიღუპა მშვიდობიანი მოქალაქე", - წერს ბელგოროდის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი საკუთარ Telegram არხზე.

მისი ინფორმაციით, ასევე არიან დაშავებულები.

სოფელი კოზინკა გრაივორონსკის რაიონის ოთხი დასახლებიდან ერთ-ერთია, სადაც რუსული მხარის ცნობით, წინა დღით შეიარაღებული ფორმირებები შევიდა. რუსეთის ხელისუფლება მათ უკრაინელებს უწოდებს, კიევი კი  აცხადებს, რომ ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან, რომლებიც რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვიან.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, რუსეთის თავდაცვამ გაავრცელა განცხადება, რომ ბელგოროდის ტერიტორიაზე, 70-ზე მეტი "უკრაინელი ტერორისტი" გაანადგურეს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი