რა ხდება "ქართული ოცნების" ლიდერების ოფიციალური განცხადებებისა და საქართველოს დამაზიანებელი პოლიტიკური ნაბიჯების მიღმა. ოლიგარქიული რეჟიმის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ოპოზიცია საკუთარ მოსაზრებას კრემლთან მჭიდრო თანამშრომლობის ახალი ეტაპითა და ფორსირებულ რეჟიმში დაახლოების ფაქტებით ამყარებს. ბოლო რამდენიმე კვირაა, მოსკოვი თანმიმდებრულად მიჰყვება საკუთარი გეგმის განხორციელებას საქართველოში, რაც ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირეების უკიდურეს შეშფოთებას იწვევს.
"ქართულმა ოცნებამ" ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მესამე გაფრთხილება მიიღო, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ახალი სანქციებით იმუქრება.