
იტალიაში ეპიდემიის შედეგები რეალურ ციფრებს ექვსჯერ აღემატება - ამ დასკვნამდე იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევების შემდეგ მივიდნენ. სტატისტიკური სამსახურის განცხადებით, ათასობით ადამიანმა ინფიცირების მიუხედავად მედიკოსებს არ მიმართა ან პაციენტთა სიმრავლის გამო მათი მონაცემები საერთო ბაზაში მოგვიანებით შეიყვანეს.
იტალია ეპიდემიით ერთ-ერთი ყველაზე მტად დაზარალებული ქევყანაა, სადაც ვირუსს 35 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
www.worldometers.-ის ინფორმაციით, ამჯამად იტალიაში ახალი კორონავირუსის სულ 249 229 შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 200 589 ადამიანი და გარდაცვლილია სულ 35 166 ადამიანი.
მთელ მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 18 მილიონს გადააჭარბა, საქართველოში კი დღეის, 4 აგვისტოს მონაცემებით 1182 შემთხვევაა რეგისტრირებული, საიდანაც გამოჯანმრთელდა 962 ადამიანი და გარდაიცვალა 17 პაციენტი.