რუსეთთან ფრენები ჩვეულებრივი ამბავია - ღარიბაშვილს ჰკითხეს ხომ არ ჯდება პუტინის ნარატივში

გამოქვეყნდა:

"- უპირველეს ყოვლისა, ამერიკა ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია საქართველოსთვის  და ძალიან მადლობელი ვართ ყველაფრისთვის, რაც ამერიკას ჩვენთვის გაუკეთებია და ევროპის მიმართაც მადლობელი ვართ.

საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები, რომ ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები. როგორც განვმარტე, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან. 1 მილიონი ეთნიკურად ქართველი გვყავს, რომლებიც რუსეთში ცხოვრებენ და რუსეთთან პირდაპირი ფრენები, მე მგონი, ჩვეულებრივი ამბავია. თან ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ რუსეთთან.

ჟურნალისტი - თქვენ პუტინის ნარატივზე არ ხართ? ეს ურთიერთობები, მხოლოდ ფრენების ჭრილში რომ ვნახოთ.

- არ ვიტყოდი ასე, ეს არის ჩვეულებრივი სავაჭრო ურთიერთობები".

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი