პოლონეთი წყალქვეშა ნავების შესყიდვის პროგრამის დაწყებას 2023 წელს გეგმავს - ბლაშჩაკი

გამოქვეყნდა:

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ქვეყანა წყალქვეშა ნავების შესყიდვის პროგრამას 2023 წელს დაიწყებს. მისი თქმით, სრულფასოვანი საზღვაო ფლოტი უნდა შეიცავდეს არა მხოლოდ ზედაპირულ ხომალდებს, არამედ მათაც, რომლებსაც შეუძლიათ წყლის ქვეშ შეუმჩნევლად გადაადგილება.

"ამ წლის ბოლოს ჩვენ ვგეგმავთ პროცედურის დაწყებას, რომელიც მიზნად ისახავს წყალქვეშა ნავების შეძენას, საჭირო ტექნოლოგიების გადაცემასთან ერთად", - თქვა ბლაშაკმა და გამოაცხადა Orka-ს პროგრამის დაწყება.

მინისტრმა თქვა, რომ გემების რაოდენობის და აღჭურვილობის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას უახლოეს მომავალში სამინისტრო გამოაქვეყნებს.

პოლონეთის საზღვაო ძალებს ერთი წყალქვე ნავი ჰყავს. ეს არის "კილო"-ს კლასის ხომალიდ, რომელიც გაეშვა 1985 წელს. ხომალდი არაერთხელ განაახლეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი