არსებობს შეშფოთება განსახორციელებელი რეფორმების რიტმზე - კოლომინა

გამოქვეყნდა:

ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო შეშფოთებულია განსახორციელებელი რეფორმების რიტმით. კოლომინამ  ახსენა ე.წ. უცხოელი აგენტების კანონპროექტი და დადებითად შეაფასა მისი გაწვევა საკანონმდებლო ორგანოდან:

"არსებობს რეფორმები, რომლებიც უნდა განახორციელოს საქართველომ და არის ასევე შეშფოთების დონე რეფორმების რიტმზე, მის შინაარსზე, როგორც უკვე ვახსენე უცხოელი აგენტების კანონი"- ამბობს კოლომინა და აღნიშნულ კანონპროექტს "დემოკრატიული სტანდარტების საწინააღმდეგოს" უწოდებს.

ხავიერ კოლომინა დღეს საქართველოს პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილზე, პარლამენტის თავმჯდომარეს, ოპოზიციასა და დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა.  

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი