
უკრაინაში გმირულად დაცემულ ქართველ მებრძოლს, ვახტანგ ბარაბაძეს ხვალ კიევში გადაასვენებენ, საიდანაც მის ცხედარს სამშობლოში გადმოასვენებენ, - ინფორმაციას უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი თორნიკე გოგუაძე ავრცელებს.
ორი თვის წინ ბახმუტში დაცემული ჩვენი ძმის ვახტანგ ბარაბაძის ცხედარს ხვალ კიევში გადავასვენებთ
იქიდან კი სამშობლოს დაუბრუნდება,დიდი მადლობა "ქართველ პარტიზანებს" ფასდაუდებელი დახმარებისთვის, - წერს თორნიკე გოგუაძე.
შეგახსენებთ, რომ ვახტანგ ბარაბაძე სამ თანამემამულესთან ერთად უკრაინაში აპრილის დასაწყისში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში გმირულად დაეცა. ყველა მათგანი ბახმუტის მისადგომებთან იბრძოდა.