უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ვახტანგ ბარაბაძის ცხედარი პარტიზანებმა ბრძოლის ველიდან გამოასვენეს

გამოქვეყნდა:

უკრაინაში, ბახმუტთან დაღუპული ქართველი მებრძოლის, ვახტანგ ბარაბაძის ცხედარი პარტიზანებმა ბრძოლის ველიდან გამოასვენეს. 45 წლის ვახტანგ ბარაბაძე 4 აპრილს დავით ქუჩუკიანთან ერთად საარტილერიო თავდასხმის დროს დაიღუპა.

ქუჩუკიანი 13 აპრილს საქართველოში ჩამოასვენეს, თუმცა, ბარაბაძის ცხედრის ბრძოლის ველიდან გამოსვენება ფრონტზე დაძაბული ვითარებისა და მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებების გამო ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.

"ქართველმა პარტიზანებმა ვაკო ბარაბაძის ცხედარი გამოვიტანეთ, ვენაცვალე ამათ და ახლა გადავასვენებთ კონსტანტინოვკაში, მორგში. ყველამ იცოდეს, რომ არავინ არასდროს მიუტოვებია და არც მიატოვებს ქართველი, ქართველ მეომარს", - ამბობს უკრაინაში მებრძოლი ქართველი.

ვახტანგ ბარაბაძე ბახმუტის გარდა იბრძოდა ირპენში, გოსტომელსა და ბუჩაში.

გასულ წელს უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტების იერიშებს 42 ქართველის სიცოცხლე შეეწირა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი