პლაჟებისკენ - ბათუმში, ევროპაში - ქუთაისის გავლით, საქართველოში პირველი ტურისტები მიდიან | Ria-ს სტატია

გამოქვეყნდა:

"პლაჟებისკენ - ბათუმში, ევროპაში - ქუთაისის გავლით, საქართველოში პირველი ტურისტები მიდიან" - ამ სათაურით რუსული პროპაგანდისტული მედია РИА Новости ვრცელ სტატიას აქვეყნებს. 

რუსეთის ტურ-ინდუსტრიის (PCT) კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, დიმიტრი გორინი ამბობს, რომ საქართველოს აეროპორტები ასევე გახდება ჰაბი მათთვის, ვისაც მესამე ქვეყნებში მოგზაურობა უნდა. "რია" აღნიშნავს, რომ ქუთაისიდან 30-ზე მეტი საერთაშორისო რეისი სრულდება და ბილეთის შეძენა ხშირად ბიუჯეტურ ფასადაა შესაძლებელი. რუსი ექსპერტი ამავე სტატიაში არ გამორიცხავს, რომ გაზრდილმა მოთხოვნამ ქუთაისის აეროპორტში მიწოდების სტიმულირება მოახდინოს და ფრენები უფრო ხშირად შესრულდეს.

გამოცემა წერს, რომ რუსული კომპანიები უკვე აყალიბებენ პაკეტურ ტურებს, სადაც შედის  სასტუმროები ბათუმსა და თბილისში, ასევე ექსკურსიები და ფრენები. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ფასები აუცილებლად დაიკლებს.

"ურთიერთ ეფექტური და კომპეტენტური მარკეტინგით, ამ მიმართულებას აქვს ყველა შანსი ზაფხულის ბოლომდე რუსეთიდან ტურისტული ნაკადის პირველ ხუთეულში შევიდეს", - ამბობს "რიასთან" ტუროპერატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, Space Travel-ის ხელმძღვანელი არტურ მურადიანი.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლის "შემცირება", რადგან ამის გამო ბევრი ტურისტი დღემდე ვერ ბედავს საქართველოში დასასვენებლად წასვლას.

სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსებისთვის საქართველო ისეთი მოგზაურობისთვის, რომლებიც ტურს თავად გეგმავენ ძალიან მოსახერხებელია, რადგან ადგილობრივები, განსაკუთრებით უფროსი თაობა, კარგად საუბრობს რუსულად.

"რია" წერს, რომ მათი კორესპონდენტი იმყოფებოდა 19 მაისს, "აზიმუტის" პირველ რეისზე, რომლის ჩამოფრენასაც თბილისში პროტესტი მოჰყვა. "რია" წერს, რომ "დროას" აქციაზე ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. პროპაგანდისტული მედია ამბობს, რომ მგზავრებს "მნიშვნელოვანი მოვლენის პატივსაცემად" შამპანურით გაუმასპინძლდნენ და სუვენირები გადასცეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი