არშემდგარი შეხვედრა პრემიერთან | რატომ არ შეხვდა ღარიბაშვილი NATO-ს გენმდივნის წარმომადგენელს

გამოქვეყნდა:

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველო დღეს პრემიერმინისტრთან შეხვედრის გარეშე დატოვა. ვერშემდგარი აუდიენციის მიზეზად მთავრობის ადინისტრაციამ ირაკლი ღარიბაშვილის საქართველოში არყოფნა დაასახელა, თუმცა ქვეყნის მეთაური დღეს უკვე თბილისში იმყოფებოდა, შესაბამისად, სურვილის შემთხვევაში, პრემიერს მარტივად შეეძლო დრო უმაღლესი რანგის თანამდებობის პირისთვის გამოეყო.

ჯერ კიდევ გუშინ ხავიერ კოლომინამ "ქართული ოცნება" მწვავედ გააკრტიკა და განაცხადა, რომ NATO-ს მომდევნო ისტორიულ სამიტს, რომელიც ვილნიუსში გაიმართება, ღარიბაშვილის ნაცვლად საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი