ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის გადატანა დაწყებულია - ლუკაშენკო

გამოქვეყნდა:

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ მისი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის გადატანა დაწყებულია.

"მან [რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა] მაცნობა, რომ დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგების თაობაზე ჩვენი ქმედებების შესახებ. საუბარი იყო კონკრეტულ დოკუმენტზე. გადაწყვეტილება მიღებული იქნა ზეპირად ნათქვამის განსავითარებლად. მოგვიწია შესანახი ადგილების მომზადება და ა.შ. ჩვენ ეს გავაკეთეთ, ასე რომ, ბირთვული იარაღის გადაადგილება უკვე დაიწყო", - თქვა ლუკაშენკომ.

კითხვაზე, არის თუ არა არასტრატეგიული ბირთვული იარაღი ბელორუსში, ლუკაშენკომ უპასუხა, რომ შესაძლოა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი