
დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საგარეოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ "დანია აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში".
"დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. გასულმა წელმა გააძლიერა დანიის და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები - რის ფარგლებშიც თბილისში დანიის საელჩოს გახსნა. დანია აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში",- წერია განცხადებაში.