EU გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას დამოუკიდებლობის სრულად მიღწევამდე - კრამონის ვიდეო მიმართვა

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სპეციალური ვიდეო მიმართვით ულოცავს. 

როგორც კრამონი ამბობს, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას დამოუკიდებლობის სრულად მიღწევამდე. მისივე თქმით, ეს არ არის ადვილი იმ დროს, როდესაც ქვეყანას შინაგანი და გარეგანი საფრთხეები საქართველოს სხვა მიმართულებით უბიძგებს.

"გილოცავთ, საქართველო! დამოუკიდებლობის აღდგენიდან 32 წელი გავიდა. როგორც საქართველოს დიდი მეგობარი და დიდი გულშემატკივარი, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ტაში დაგიკრათ და მოგილოცოთ. ევროკავშირი გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას დამოუკიდებლობის სრულად მიღწევამდე. ეს არ არის ადვილი იმ დროს, როდესაც შინაგანი და გარეგანი საფრთხეები საქართველოს კვლავ სხვა (რუსეთის) მიმართულებით უბიძგებენ. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ ჩვენ ევროპის პარლამენტში გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას ევროპისკენ მიმავალ გზაზე. გილოცავთ!" - ამბობს კრამონი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი