სომხეთი საქართველოსთვის საიმედო მეგობარია და ეს ასე დარჩება - ფაშინიანმა ღარიბაშვილსა და ზურაბიშვილს წერილები გაუგზავნა

გამოქვეყნდა:

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებლობის დღის მისალოცი წერილები გაუგზავნა. 

როგორც ფაშინიანი პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში წერს, საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება სომხეთის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

"თქვენო აღმატებულებავ,

გულითადად გილოცავთ თქვენ და მოძმე ქართველ ხალხს საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს.

საუკუნეზე დიდი ხნის წინ, ამ დღეს, ქართველმა ხალხმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა დამოუკიდებლობის აღდგენისკენ, რათა აეშენებინა სახელმწიფო დემოკრატიულ ღირებულებებზე დაყრდნობით და დღესაც ასე თავდაჯერებულად აგრძელებს ამ გზას. 

მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოსთან ორმხრივი და კარგი მეზობლური ურთიერთობების გაღრმავება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია და ვიმედოვნებ, ჩვენი საერთო ძალისხმევით, ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შრის გააძლიერებს საერთო ინტერესების ყველა სფეროს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხს შორის. 

ვსარგებლობ შესაძლებლობით და გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ აქტივობას, ხოლო ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობასა და პროგრესს," - წერია პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში.

რაც შეეხება პრემიერისთვის გაგზავნილ წერილს, ფაშინიანი წერს, რომ სომხეთი საქართველოს სანდო მეგობარია და ეს მუდამ ასე დარჩება.

"გზა სახელმწიფოებრიობისაკენ ყოველთვის მარტივი არ იყო, თუმცა სომეხმა და საქართველოს ხალხებმა, თანმიმდევრული ბრძოლის დახმარებით, დაამტკიცეს თავისი უფლება დამოუკიდებელ სახელმწიფოზე და დღესაც თავიანთი მისწრაფებების ერთგული რჩებიან, რომ გააგრძელონ ახლო თანამშრომლობა სახელმწიფოს მშენებლობაში. 

მე დარწმუნებული ვარ, რომ არსებული თანამშრომლობის პოტენციალი და ორი მეგობარი ქვეყნის სურვილი გააღრმაონ პარტნიორობა გაგრძელდება და ახალ ბიძგს მისცემს სომეხ და ქართველ ხალხებს შორის ძმური ურთიერთობის გაძლიერებას. 

ძალიან ვაფასებთ მეგობარი საქართველოს მიღწევებს, გარწმუნებთ, რომ სომხეთი საქართველოსთვის საიმედო მეგობარია და ეს ასე დარჩება. 

ვსარგებლობ შესაძლებლობით და გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ აქტივობას, ხოლო ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობასა და პროგრესს," - ვკითხულობთ პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი